ახალი ამბები
2021 წელს აბაშაში UNDP-მა აგრარული ბაზრისა და ყავის ჯიხურის მოსაწყობად 82 362 ლარი გამოყო - აბაშის მერია
2021 წელს აბაშის მუნიციპალიტეტში, ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში, "გაეროს განვითარების პროგრამის" (UNDP) დაფინანსებით, აგრარული ბაზარი და ყავის ჯიხური მოეწყო. სამუშაოებისთვის ორგანიზაციამ 82 362 ლარი გამოყო.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისგან გამოთხოვილი შესაბამისი საჯარო ინფორმაცია რადიო "ათინათს" "მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა" მიაწოდა. მასზე დაყრდნობით, აღნიშნული პროექტები 2022 წლის ჩათვლით განხორციელდა.

ამასთან, წერილში მითითებულია, რომ უცხოური ორგანიზაციით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რადიო"ათინათი" დაინტერესებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, 2013-2024 წლებში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოების მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების საკითხით. ჩვენ უკვე მივიღეთ მარტვილის, ჩხოროწყუსა და აბაშის მერიების პასუხები. საჯარო ინფორმაციას ველოდებით სხვა მუნიციპალიტეტებისგანაც, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


ფოტო: აბაშის მუნიციპალიტეტის ფეიბუქ გვერდი


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.