ახალი ამბები
გამოიჩინეთ სიფრთხილე უცხო ნომრებიდან შემოსულ ზარებსა და შეტყობინებებზე - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე უცხო ნომრებიდან შემოსულ ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე. ამის შესახებ განცხადება უწყებამ ვებ გვერდზე გაავრცელა.

შემომავალი ზარების უსაფრთხოებასთან და პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით, ისინი შემდეგ რეკომენდაციებს აქვეყნებენ:

ზარები:

დააკვირდით შემომავალ ზარს და იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ხორციელდება არასტანდარტული ინდექსის ან სტანდარტულისგან განსხვავებული ციფრთა კომბინაციით, არ უპასუხოთ მას და დაბლოკეთ ნომერი;

თუ დაგხვდათ გამოტოვებული ზარი და ის შეიცავს მსგავს (არასტანდარტულ) მახასიათებლებს, არ დაუკავშირდეთ მას;

თუ არ გაქვთ კომუნიკაცია სხვა ქვეყანაში მყოფ პირთან, არ უპასუხოთ საქართველოს შიდა ინდექსისგან (+995) განსხვავებულ ნომერს;

იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ უპასუხოთ ზარს, არ გაუზიაროთ თქვენთან, ოჯახის წევრებთან ან ნაცნობებთან დაკავშირებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია.

შეტყობინებები:

დაკვირვებით გაეცანით შეტყობინების შინაარსს, რომელიც შესაძლოა მიიღოთ, როგორც მოკლე ტექსტური სახით (SMS), აგრეთვე სხვადასხვა აპლიკაციით (Messenger, WhatsApp, Viber, Telegram, Signal). . როგორც წესი, მსგავსი ტიპის შეტყობინებები გრამატიკულად გაუმართავია, რაც მათ იდენტიფიცირებას ამარტივებს;

არ დაამყაროთ მათთან უკუკავშირი, არც ზარის და არც საპასუხო ტექსტის მეშვეობით;

არ გადახვიდეთ შეტყობინებებზე მითითებულ ბმულებზე. გაითვალისწინეთ, რომ მათი ნაწილი შეიძლება არსებული ვებ-გვერდების მისამართის მიმსგავსებულ ანალოგიას, ხოლო ნაწილი ასოთა ან სიტყვათა უშინაარსო წყობას წარმოადგენდეს.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ისეთი შინაარსის შეტყობინებებთან მიმართებით, რომელიც დაკავშირებულია რაიმე სახის გათამაშებასთან, კონკურსთან და საფოსტო გზავნილის მიღებასთან;

ტელეფონებსა და კომპიუტერებში არსებულ აპლიკაციებსა და ანგარიშებზე დააყენეთ ძლიერი პაროლი, ისარგებლეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის მეთოდით (2FA) და სისტემატურად განაახლეთ იგი.

უწყება ურჩევს საზოგადოებას, აღნიშნული ინფორმაცია, მათი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, გაუზიარონ ოჯახის წევრებსაც.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.