ახალი ამბები
ქალაქის მთავარი შადრევნის სარეკონსტრუქციო დოკუმენტაციის შედგენისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 000 ლარი გამოიყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ზვიად გამსახურდიას გამზირზე განთავსებული შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად 14 000 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი ელექტრონული შესყიდვების ვებ გვერდზე გამოცხადდა.

ტენდერის მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით,შადრევანი მწყობრიდან გამოსული, ვიზუალურად შელახული და გარემო-კომპლექსთან შეუფერებელია.

"მისი არქიტექტურული ნაწილი ნაწილი საჭიროებს რესტავრაციას ისე, რომ ობიექტი ესადაგებოდეს მიმდებარედ აღმართულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოზაიკურ ფრესკას, შადრევანი უნდა იყოს შედარებით მცირე გაბარიტების და წარმოადგენდეს, მოედნის განაშენიანებასთან ერთად, ერთ უწყვეტ სისტემას", - ვკითხულობთ პროექტის აღწერაში.

ტენდერში წინადადებები 19-დან 22 ივლისის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებულმა კომპანიამ კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღეში უნდა შეასრულოს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე შადრევანი, რომელიც რამდენიმე თვეა არ ფუნქციონირებს, მუნიციპალიტეტს ძირითადი, განუსხვისებელი ქონების სახით გადაეცა. პრემიერ მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, საქმე ეხება ამავე ლოკაციაზე არსებულ მიწის ნაკვეთსაც.

ინფორმაციისთვის, 2018 წელს შადრევნის იერსახის შეცვლა მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა სცადა და ნაწილობრივ ლურჯად შეღება, თუმცა მოგვიანებით, მუნიციპალიტეტის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ის ისევ მწვანედ გადაღებეს. თავდაპირველად, შადრევანი 2005-2007 წლებში განთავსდა ზუგდიდის თავისუფლების მოედანზე.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მთავარი შადრევანი, რომელიც რამდენიმე თვეა გამორთულია, მუნიციპალიტეტს ძირითადი ქონების სახით გადაეცა

მერიაში არ ამბობენ, რამდენ ხანს იქნება გაუმართავი შადრევანი მთავარ მოედანზე

ზუგდიდის მთავარი შადრევანი დაზიანების გამო ათ დღეზე მეტია გამორთულია

ზუგდიდის მთავარ შადრევანს ცისფრად ღებავენ

ზუგდიდის ცენტრალურ შადრევანს დიზაინი შეუცვალეს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / სექტემბერი 2025
ძველ სამეგრელოში "ანთარი" იყო საქონლისა და ოჯახური კერის მფარველი სული. მას ევედრებოდნენ ოჯახის დაცვას და პირუტყვის გამრავლებას.
11 / სექტემბერი 2025
ძველი კოლხური საზოგადოების რწმენაში სულის არსებობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
ოდაბადეშ კინოხონი
19 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.