ახალი ამბები
2023 წელს სამეგრელო ზემო სვანეთის მოსახლეობამ სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტზე 101.7 მლნ ლარი დახარჯა - სტატისტიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობის სამომხმარებლო ხარჯები 101 700 000 ლარს შეადგენდა. აღნიშნული რიცხვი 8 700 000-ით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს.

სტატისტიკაში მითითებულ ციფრებზე დაყრდნობით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ხარჯები მზარდი იყო, განსაკუთრებით კი 2021 წლიდან. გრაფიკზე ის შემდეგნაირად ნაწილდება:

2019წ - 67.2 მლნ

2020წ - 67.8 მლნ

2021წ - 78.8 მლნ

2022წ - 93 მლნ

2023წ - 101.7 მლნ

რაც შეეხება კონკრეტულ სამომხმარებლო პროდუქტებს, როგორც ჩანს ხარჯების ყველაზე დიდი წილი, 39.6 მილიონი - სურსათზე, სასმელზე და თამბაქოს ნაწარმზე მოდის; 9.3 მლნ -ჯანდაცვაზე; 8.6 მლნ - საცხოვრებელ სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე და სხვა სათბობზე; ტრანსპორტზე - 7.6 მლნ; ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე - 4 მლნ; საოჯახო მოხმარების საქონელზე კი - 4.8 მლნ.

მონაცემებიდან ირკვევა, რომ მოსახლეობამ განათლების სფეროში ყველაზე ნაკლები, 1.2 მილიონი ლარი დახარჯა. სხვა სახის სამომხმარებლო და არაფულადი გასავალი 26.4 მილიონს შეადგენს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.