ახალი ამბები
რუსული „ლასტოჩკა“ 2025 წელს ოჩამჩირემდეც ივლის, - ბჟანია
აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსული ელექტრომატარებელი „ლასტოჩკა“ 2025 წელს ოჩამჩირემდეც ივლის.

ამის შესახებ მან ოჩამჩირის რაიონში გამართულ „გასვლით თათბირზე“ ისაუბრა, წერს „აფსნიპრესი“

ამავე ცნობით, ოჩამჩირის საზღვაო პორტში გაიხსნება მსხვილი საწარმო, რომელიც საკონტეინერო და სატვირთო გადაზიდვებს განახორციელებს.

ბჟანიამ მოსახლეობას ოჩამჩირის და გალის რაიონებში აპარტ ოტელების მშენებლობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, „აღმოსავლეთ ნაწილში“ ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად.

მან დასძინა, რომ წინასწარი შეფასებით, რაიონის ინფრასტრუქტურაში 50 მილიარდ რუბლზე მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პარლამენტში შესაძლებელია „აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვა, ივლისის ბოლოს, დაჩქარებული წესით მოხდეს, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ აფხაზმა „დეპუტატმა“ კან კვარჩიამ განაცხადა. მისი თქმით, ეს დაზუსტებული ინფორმაციაა, რომლის თანახმადაც, დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ე.წ. კანონპროექტის წარდგენა „აღმოსავლეთ აფხაზეთის განვითარების“ საბაბით სურს.

გასული წლის ოქტომბერში ბჟანიამ განაცხადა, რომ ოჩამჩირის რაიონში რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსება იგეგმება.


ამავე თემაზე:

„ლასტოჩკამ“ სოჭიდან გაგრაში 23 ათასზე მეტი ტურისტი გადაიყვანა

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში შემსვლელი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა - სოხუმი









Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.