ზუგდიდში 19 ივლისამდე ცვალებადი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსს მიაღწევს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით,
ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერებაც.
სინოპტიკოსები სამეგრელო-ზემო სვანეთში მცირე წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა ზუგდიდსა და მარტვილში +34, +36, ანაკლიასა და ფოთში კი +29,+31 გრადუსი იქნება.
მესტიაში ცვალებადი ამინდის ფონზე, ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები