ახალი ამბები
ოჩამჩირეში „აპარტამენტების“ შესახებ კანონი ისევ გააპროტესტეს
ოჩამჩირეში “აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების ნაწილი, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა, სიტუაცია, რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

ამავე ცნობით, „ოპოზიციური ძალების“ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოჩამჩირის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის შენობასთან აღნიშნული კანონპროექტის მხარდაჭერებიც მივიდნენ.

"აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტის ინიციატორი, აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანიაა.

ცოტა ხნის წინ, მან განაცხადა, რომ კანონის მიღება, „ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გალის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს" . ამის შესახებ, მან ოჩამჩირეში გამართულ გასვლით თათბირზე ისაუბრა და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ამავე შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ ოჩამჩირეში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკონტეინერო ტერმინალი შენდება, მოსკოვსა და რუსეთს შორის შეთანხმებული „შეღავათიანი დაკრედიტების საინვესტიციო პროგრამის” ფარგლებში. მისივე თქმით, 2025 წლისთვის, ოჩამჩირემდე რუსული ელექტრომატარებელი ივლის.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “პარლამენტის“ ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა “აპარტამენტების” შესახებ კანონპროექტი 17 ივლისს მოიწონა.

მისი განხილვა კანონპროექტის კრიტიკოსების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოხდა.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებთსნ ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბა გამოვიდა, მან შეკრებილებს პირობა მისცა, რომ „აღნიშნული კანონპროექტის განსახილველად, „სხდომა რეგლამენტის შესაბამისად დაინიშნება და ყველა დაინტერესებულ მხარეს ამის შესახებ 5 დღით ადრე ეცნობება“.

ბჟანიას "ადმინისტრაციის" მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 10-12 წლის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს აპარტ-ოტელები, ჯამში 30 ათასი აპარტამენტით (ერთ რაიონში არაუმეტეს 5 ათასისა).

მის ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ, როგორც ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს არის რუსეთისთვის უძრავი ქონების გადაცემის ფარული ფორმა.

აფხაზური ტელეგრამ არხების თანახმად, ასლან ბჟანია, რომელიც აქტიურად ლობირებს „აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტს, რუსული „გაზპრომის“ ინტერესებს ატარებს.

„ჩვენ გვაქვს გეგმები აფხაზეთის გაზიფიცირებასთან დაკავშირებით. მომხმარებლები უკვე გვეყოლება. ესეც ბიზნესია, თუ გაზპრომი შემოდის მშენებლობით, მას გაყიდვები უნდა ჰქონდეს და ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობა. სწორედ ეს იქნება ის ხალხი... პოტენციური მომხმარებლები. ასე მოგვარდება ეს საკითხი“, - განაცხადა მანამდე ბჟანიამ.

თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ რუსი ბიზნესმენების ინტერესებში არა ოჩამჩირე, გალი და ტყვარჩელი, არამედ „აფხაზეთის სანაპირო ზოლი შედის, კოდორიდან რუსეთ - აფხაზეთის საზღვრამდე“.


ინფორმაციისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, გამთენიისას, მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "პარლამენტის" მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.

გასული წლის ოქტომბერში ბჟანიამ განაცხადა, რომ ოჩამჩირის რაიონში რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსება იგეგმება.

ამავე თემაზე:

სოხუმში აპარტამენტების კანონის ამოქმედების და ანექსიის საფრთხეებზე - DRI

რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთის კოლონიზაციას არ აპირებენ, - ბჟანია

აფხაზები დარჩებიან უმცირესობაში, შემდეგ კი საერთოდ გაქრებიან, - აქტივისტები „აპარტამენტების“ კანონზე 

არძინბამ "აპარტამენტების შესახებ კანონის" კრიტოკოსების განცხადებებს "იდიოტური" უწოდა

სოხუმში აქციები გაგრძელდება - ბჟანია და ოპოზიცია ვერ შეთანხმდნენ








Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.