დღეიდან ონკოპაციენტები თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებენ
დღეიდან, 24 ივლისიდან კლინიკებში ონკოპაციენტების მედიკამენტის გამოყენებით მკურნალობის ახალი წესი მტკიცდება, რომლის
მიხედვითაც, ბენეფიციარებს სხვადასხვა თერაპიისთვის აუცილებელი წამლების მიღება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ.
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრეპარატების მიღების გზა მარტივდება, ვინაიდან მანამდე პაციენტებს მედიკამენტების რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, შემდეგ აფთიაქში მათი შეძენა და სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად, ისევ კლინიკაში დაბრუნება უწევდათ.
სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული ცვლილება პაციენტთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს, რადგან დიდი ხნის განმავლობაში, ამ პროცედურების გავლა სირთულეს წარმოადგენდა და აუცილებელი იყო პრეპარატების მიწოდების ქსელის განახლება.
მასალის გამოყენების პირობები