ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ნარაზენსა და ორსანტიაში ქუჩების რეაბილიტაციის პროექტირებისთვის საკრებულომ მერიას 40 000 ლარი გადასცა.
კერძოდ, აღნიშნული თანხა ორსანტიაში ევროპის, ერეკლე მეორის და ტაბიძის ქუჩებზე, ასევე, სოფელ ნარაზენში სამეგრელოს ქუჩაზე ბეტონიზ/ასფალტის საფარის დაგებისთვისაა გათვალისწინებული.
"მოსახლეობასთან შეხვედრისა და გზის საფარის დათვალიერების შედეგად მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოხდეს ზემოთაღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია, რისთვისაც საკრებულოს ბიუჯეტის ეკონომიიდან (ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის მუხლიდან) გადმოგეცეთ 40 000 ლარი. გთხოვთ, უზრუნველყოთ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების მომზადება და პროექტის განხორციელება უმოკლეს ვადაში", - აღნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, დაახლოებით, სამი თვეა, სხდომების განახლებას ვერ
ახერხებს. მიზეზი "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ბოიკოტია. შედეგად, წარმომადგენლობით ორგანოში შეფერხებულია რიგი საკითხების განხილვა.
მასალის გამოყენების პირობები