ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო, ფიზიკის გამოცდაზე ზუგდიდში დარეგისტრირებული 33 აბიტურიენტიდან 28
გამოცხადდა.
მათივე ცნობით, გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
2024 წლის 3 ივლისიდან აბიტურიენტებმა გამოცდები სხვადასხვა საგანში, მათ შორის ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიასა და ფიზიკაში ჩააბარეს.
წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი 10 000-ზე მეტმა აპლიკანტმა შეავსო.
მასალის გამოყენების პირობები