ახალი ამბები
ბჟანია: უცხო ქვეყნის მოქალაქეს აფხაზეთში ნებისმიერი კომერციული უძრავი ქონების შეძენა შეუძლია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, „აფხაზეთის მოქალაქეობის“ არმქონე მოქალაეებს შეუძლით შეიძინონ ნებისმიერი კომერციული უძრავი ქონება აფხაზეთში, შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე.
ამის შესახებ ასლან ბჟანიამ ტელეკომპანია „როსია 24“- ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, სოხუმი სწავლობს მეზობელი ქვეყნების გამოცდილებას, რათა თავი აარიდოს მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს.

„ეს საკითხი გადაწყვეტას და პროფესიონალურ მიდგომას მიდგომას მოითხოვს. ეს არის გზა, რომელსაც ჩვენ მივყვებით. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ჩვენთვის ახლობელი, ძვირფასი ხალხია. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან და, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ საკითხებს, რომლებიც დააახლოებს ჩვენს პოზიციებს, საკითხებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, აფხაზეთისა და მისი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, აფხაზეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობისა და ძმობის სახელით“, - განაცხადა მან.

ამასთან ერთად, ბჟანიას არ უხსენებია „აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტის ე.წ. პარლამენტიდან უკან გაწვევის შესახებ, თუმცა, მან მიუთითა „მთავრობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით“ აფხაზური ოპოზიციის არგუმენტებზე.

„ჩვენს ოპონენტებს არგუმენტები არ აქვთ. ამ ოპონენტების მნიშვნელოვანი ნაწილი აფხაზეთის ლიდერები იყვნენ და მაშინ მათ მხარი დაუჭირეს ამ იდეას. ამ საკითხს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა 2008 წლიდან აყენებს და სამართლიანადაც“, - დასძინა მან.

ბჟანიამ ასევე მიანიშნა „უცხოური დაზვერვის სამსახურების დესტრუქციულ საქმიანობაზე“, რასთან დაკავშირებითაც, მისი თქმით, „მატერიალური მტკიცებულებების მოპოვება ძალიან რთულია“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 25 ივლისს უკან გაიწვია „აპარტამენტების“ კანონი. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონებში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითავლისწინებდა.

სწორეს ასლან ბჟანია არის "აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტის ინიციატორი, რომელსაც ის აქტიურად ლობირებს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “პარლამენტის“ ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა “აპარტამენტების” შესახებ კანონპროექტი 17 ივლისს მოიწონა.

მისი განხილვა კანონპროექტის კრიტიკოსების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, აქციები გაიმართა სოხუმსა და ოჩამჩირეში.

ბჟანიას "ადმინისტრაციის" მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 10-12 წლის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს აპარტ-ოტელები, ჯამში 30 ათასი აპარტამენტით (ერთ რაიონში არაუმეტეს 5 ათასისა).

მის ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ, როგორც ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს არის რუსეთისთვის უძრავი ქონების გადაცემის ფარული ფორმა.

ცოტა ხნის წინ, აფხაზმა ოპოზიციონერმა, პოლიტიკური პარტია „აფსნის“ თავმჯდომარემ, ვიტალი გაბნიამ განაცხადა, რომ გალი „არანაირ რუსებს არ აინტერესებთ, გარდა ბიძინა ივანიშვილისა“. კიდევ ერთი აფხაზი ოპოზიციონერის ლევან მიქაას მტკიცებით, „ივანიშვილს სურს შეიძინოს აფხაზური აქტივები ქართული წარმოშობის რუსი ოლიგარქების რესურსების გამოყენებით“.

ინფორმაციისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. იმავე დღეს ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.

გასული წლის ოქტომბერში ბჟანიამ განაცხადა, რომ ოჩამჩირის რაიონში რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსება იგეგმება.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.