სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ჰემოდიალიზის აპარატის შესაძენად 12 947 ლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო
შესყიდვების ვებ გვერდზე ვეცნობით.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას დაევალება: შესყიდვის ობიექტის ინსტალირება/მონტაჟი, პერსონალის გადამზადება და საჭიროების შემთხვევაში, სატელეფონო კონსულტაცია.
დოკუმენტში განმარტებულია, რომ მიმწოდებელმა მონტაჟი უნდა უზრუნველყოს საჭირო მარაგნაწილებით.
ტენდერში წინადადებები 31 ივლისიდან - 2 აგვისტოს ჩათვლით მიიღება. გამარჯვებულმა ხელშეკრულების დადებიდან 10 დღის ვადაში უნდა შეასრულოს სატენდერო დოკუმენტში გაწერილი სამუშაოები.
შეგახსენებთ, სენაკში დიალიზის სახელმწიფო სერვისი მიმდინარე წლის 14 თებერვალს ამოქმედდა.
ამავე თემაზე:
სენაკში დიალიზის სერვისცენტრი გაიხსნაფოტო: დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მასალის გამოყენების პირობები