მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები ფასების ზრდა, უმუშევრობა და სიღარიბეა - Edison Research-ის კვლევა
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაზე დაყრდნობით, მოსახლეობის 26% ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად
ფასების ზრდას ასახელებს, 23% - სიღარიბეს, 22%- დაბალ ხელფასებს, 21% - ოკუპირებულ ტერიტორიებს.
გამოკითხულთა 19% მთავარ პრობლემად აღიქვამს ნარკოტიკების უკანონო გამოყენებასა და გავრცელებას, 17% - პენსიებს, ხოლო 16% - მაღალ ხელფასებს.
რაც შეეხება ე.წ გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს, მათი 28% - დაბალ ხელფასებს, 26% - მაღალ ფასებს, 26%- უმუშევრობას, 23% სიღარიბეს ასახელებს.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
მასალის გამოყენების პირობები