ახალი ამბები
„აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან უკან გამოწვევა დროებითი ზომაა - „ამცახარა“
„აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტიდან უკან გაწვევა, მხოლოდ დროებითი ღონისძიებაა. ამის შესახებ „პროსამთავრობო“ პარტია „ამცხარაში“ განაცხადეს.

მედია - კლუბ Апсны.Иахьа“ - ს პარტიის თავმჯდომარემ ლესიკ ცუგბამ უთხრა, რომ „დეპუტატები იძულებულნი გახდნენ გადაედოთ“ გადაწყვეტილების მიღება.

„ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ კანონპროექტი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ქვეყნისთვის, არამედ, პირიქით, ხელს შეუწყობს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას აღმოსავლეთ აფხაზეთში. გარდა ამისა, ქვეყნის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა განიხილოს ყველა საკამათო საკითხი და დოკუმენტის ყველა პუნქტი განიხილოს. თუმცა, ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭარბებულმა პოლიტიზებამ განაპირობა კანონის პარლამენტიდან გაწვევა. რესპუბლიკაში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად, დეპუტატები იძულებულნი გახდნენ გადაედოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი, ეკონომიკურად მომგებიანი პროექტის მიღება, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ეკონომიკურ სუვერენიტეტამდე“, - განაცხადა ლესიკ ცუგბამ.

„ეხო კაკაზას“ თანახმად, ოპოზციური ძალების და აქტივისტების ნაწილი, აპარტამანტების მშენებლობაზე, „საკანონმდებლო დონეზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვს“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 25 ივლისს უკან გაიწვია „აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტი. დოკუმენტი გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონებში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა.
"აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტის ინიციატორი აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანიაა. ის აქტიურად ლობირებდა მას.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “პარლამენტის“ ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა “აპარტამენტების” შესახებ კანონპროექტი 17 ივლისს მოიწონა. მისი განხილვა კანონპროექტის კრიტიკოსების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, აქციები გაიმართა სოხუმსა და ოჩამჩირეში. ბჟანიას ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ, როგორც ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს არის რუსეთისთვის უძრავი ქონების გადაცემის ფარული ფორმა.

ცოტა ხნის წინ, რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბჟანიამ აღნიშნა, რომ "აფხაზეთის მოქალაქეობის“ არმქონე პირებს, შეუძლით შეიძინონ ნებისმიერი კომერციული უძრავი ქონება აფხაზეთში, შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე.

ინფორმაციისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, გამთენიისას, მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "პარლამენტის" მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.

გასული წლის ოქტომბერში ბჟანიამ განაცხადა, რომ ოჩამჩირის რაიონში რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსება იგეგმება.









Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.