ბოსტნეულის 11 და ნესვის 2 ნიმუშში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა - სეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, საცალო და საბითუმო ობიექტებში შემოწმებული 150 ნიმუშიდან 13-ში
ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
"ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატება 13 შემთხვევაში - კარტოფილის, კომბოსტოს, ჭარხლის, ყვავილოვანი კომბოსტოსა და ნესვის ნიმუშებში",- აცხადებს სააგენტო.
ისინი აღნიშნავენ, რომ ბიზნესოპერატორებს მავნე სურსათის რეალიზაციის აღკვეთა, ბაზარზე განთავსებული პროდუქტის გამოთხოვა და ამ მიზნით მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება დაევალათ.
მასალის გამოყენების პირობები