საქართველოს ეკონომიკა ბოლო ექვს თვეში 9%-ით გაიზარდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი
შიდა პროდუქტი (მშპ) 7.5%-ით გაიზარდა, ბოლო ექვსი თვის ეკონომიკური მაჩვენებელი კი 9%-ით განისაზღვრა.
უწყება განმარტავს, რომ ეკონომიკური ზრდის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.
მათივე ცნობით, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში კლების ტენდენცია შეინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები