ამერიკის მთავრობა და ამერიკელი ხალხი გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას, - აშშ - ის ელჩი რობინ დანიგანი ზუგდიდში (ვიდეო)
10:53 / 02.08.2024
საქართველოში აშშ - ის ელჩი რობინ დანიგანი ზუგდიდში იმყოფებოდა. ელჩი სამოქალაქო ორგანიზაციის, ადგილობრივი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებში ასევე მონაწილეობდა
USAID-ის პროგრამის ხელმძღვანელი კორტნი კლარკი.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩი დადიანების სასახლეს ესტუმრა და დაათვალიერა მუზეუმი, მათ შორის, აშშ-ს მთავრობის გრანტით რესტავრირებული ექსპონატები და დარბაზები, რის შემდეგაც, მან მცირე კომენტარი გააკეთა ადგილობრივ მედიასთან დადიანების სასახლის ეზოში. რობინ დანიგანმა აღნიშნა, რომ ეს იყო მისი პირველი ვიზიტი რეგიონში, ელჩის რანგში:
"პირველად ვიმყოფები სამეგრელოში, რომელიც მართლაც გამორჩეული ადგილია თავისი სილამაზით, ნამდვილად მოვიხიბლე აქაურობით. მიყვარს ზუგდიდი, ეს არის ქალაქი ძლიერი ენერგიით. შესაძლებლობა მქონდა, ვწვეოდი დადიანების სასახლეს, რომელიც ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით რესტავრირდა და დავათვალიერე ის მუზეუმის ნივთები, რომელთა რესტავრაციაც, ასევე, ამერიკის მთავრობამ დააფინანსა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ის ხაზს უსვამს, რამდენად ლამაზია საქართველოს კულტურა და ისტორია. დღეს, ასევე, გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით სამეგრელოს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს და მოხარულები ვართ რომ მათ მხარს ვუჭერთ. ბოლოს შევხვდით მთავრობის წარმომადგენლებს, გუბერნატორს, მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს. ვისაუბრეთ მიღწეულ წარმატებებზე და რეგიონისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რაც ხალხის წინაშე დგას", - აღნიშნა ელჩმა ზუგდიდში.
ელჩმა ასევე პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის 31 ივლისის განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების შეჩერების თაობაზე.
ჟურნალისტების შესაბამის კითხვას, მან უპასუხა, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებისა, ამერიკის მთავრობა აგრძელებს ქართველი სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დახმარებას, ასევე გრძელდება დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართაც.
"პირველ რიგში, მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ, ამერიკის მთავრობა და ამერიკელი ხალხი გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას. 33 წელია ჩვენ პარტნიორები ვართ. 33 წლის მანძილზე, ერთად ვმუშაობთ და ვიბრძვით, ერთად ავაშენეთ სკოლები, საავადმყოფოები და ამას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ვაკეთებთ და ამ გზას გავაგრძელებთ.
თქვენ მკითხეთ სახელმწიფო მდივნის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის მიმართ გარკვეულ დახმარებებს, ეს რატომ გავაკეთეთ, ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია საქართველოს მთავრობასთან იმ ნაბიჯებზე, რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს, მაგალითად, ისეთი ანტიდემოკრატიული ქმედება როგორიც "უცხოური გავლენის კანონია", თუმცა არის სხვა საკითხებიც, მცდარი/ყალბი განცხადებები ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ნეგატიური რიტორიკა აშშ-სა და ზოგადად, დასავლეთის მიმართ. ჩვენ ბევრჯერ გამოვხატეთ შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას, გადახედოს მის ქმედებებს. ჩვენ ასევე ვუთხარით, რომ გადავხედავდით ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. გუშინ კი მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ ამ განხილვის შედეგად, ის აჩერებს ჩვენი დახმარების გარკვეულ ნაწილს, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიეწოდება. ჩვენ ვაგრძელებთ სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას. ასევე გაგრძელდება ჩვენი დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ. როგორც სახელმწიფო მდივანმა თქვა, ყველაფერი განხილვის პროცესშია. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ამ ქმედებებმა და დეზინფორმაციამ გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება. ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავეხმაროთ ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზებას, გახდეს დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრი" - თქვა ელჩმა.
აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთში ვიზიტს აგრძელებს. დღეს მესტიაში მიემგზავრება და როგორც თვითონ ამბობს, მოუთმენლად ელის რეგიონის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები