ახალი ამბები
ერთი წლის შემდეგ, ეს სწორედ ის ხეა, რომელზეც თომა შემოვსვი და აქ ველოდებოდით შველას, - შოვის სტიქიას გადარჩენილი სენაკელი გიო ადამია
შოვის სტიქიას გადარჩენილი სენაკელი გიო ადამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც რაჭაში დატრიალებული ტრაგედიიდან ერთი წლისთავს ეხმაურება და იმ ხის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც, გასულ წელს, ამ დღეს, მისი მცირეწლოვანი შვილი იჯდა დახმარების მოლოდინში:

„ძალიან მძიმე იყო ეს ერთი წელი. დღე არ გასულა ისე, რომ არ მეფიქრა შოვზე, თუ როგორ გადავურჩით იმ საშინელებას, როგორ ვერ გადარჩნენ სხვები - ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად სწყუროდათ სიცოცხლე. უმძიმესი იყო იქ გატარებული 4 საათი, ყოველ წამს იმის შიში, რომ მეწყერი ისევ არ ჩამოწოლილიყო.

ერთი წლის შემდეგ ეს სწორედ ის ხეა, რომელზეც თომა შემოვსვი და აქ ველოდებოდით შველას. თვალებიდან არ ამომდის ის კადრი, როცა რაჭველი ბიჭები გამოჩდნენ ჩვენს გასაყვანად, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მათ! ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენი ადამიანი შეეწირა ამ უბედურებას". 

სენაკელი გიო ადამია და მისი მცირეწლოვანი შვილი კურორტ შოვში მომხდარი სტიქიას გადარჩენილებს შორის იყვნენ. მიმდინარე წლის მარტში, მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მას და არც სხვა გადარჩენილებს არ მიუღიათ დაზარალებულის სტატუსი.

შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე მომხდარ სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანი დღემდე დაკარგულად ითვლება.

გარდა ამისა, სტიქიური უბედურების მსხვერპლთა საძიებო სამუშაოებისას, ადგილზე ორი ადამიანი გარდაიცვალა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი დასკვნის თანახმად, 2023 წლის 3 აგვისტოს, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნით, რომელიც 2024 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, შოვში მომხდარი ტრაგედიის თავიდან აცილება „შეუძლებელი იყო“, გაფრთხილების სისტემა კი სტიქიით გამოწვეულ მძიმე შედეგებს ვერ შეარბილებდა. ამასთან, სააგენტოს რეკომენდაციით, დაუშვებელია შოვში რაიმე სახის ინფრასტრუქტურის აღდგენა ან ხელახალი მოწყობა, რადგან მსგავსი სტიქიური პროცესების განმეორებას შესაძლოა გამანადგურებელი შედეგები მოჰყვეს.

შოვში ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

შოვის სტიქიას გადარჩენილი სენაკელი გიო ადამია - ხელისუფლებისგან ყურადღება არ მიგვიღია

„სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის“ - მეწყერში მოყოლილი სენაკელი გიო ადამია კობახიძეს პასუხობს

„ოპერაციაში წამიყვანეთ, ოღონდ ვიცოცხლო“, - შოვში გადარჩენილი სენაკელი მამა-შვილის ამბავი (ფოტო/ვიდეო/აუდიო)

ზუგდიდელმა მღვდლებმა შოვში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს

ზუგდიდში შოვის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართება

ზუგდიდელი, წალენჯიხელი და მესტიელი მოხალისეები სტიქიის ზონაში და მეოთხე დღე შოვის ტრაგედიიდან (ფოტო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.