კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ერთიანი საინფორმაციო პორტალი შეიქმნა
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ერთიანი საინფორმაციო პორტალი
შეიქმნა. მისი პრეზენტაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გამართა.
მისი თქმით, პორტალის შექმნის მთავარი მიზანი ოკუპირებულ რეგიონებში მოქმედ პროგრამებსა და სერვისებში ჩართვის გამარტივება, ასევე, ინფორმაციის მიღების პროცესის გაუმჯობესებაა.
"იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლებას, სამწუხაროდ, დღემდე შეზღუდული აქვს წვდომა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე, ვფიქრობთ, ერთიანი საინფორმაციო პორტალის ამოქმედება შექმნის გამყოფი ხაზის მიღმა მყოფი ადამიანებისთვის, მათთვის საინტერესო ინფორმაციაზე გამარტივებული წვდომის საშუალებას, ისეთი მომსახურების თუ სარგებლის მიღების მიზნით, რაც უკავშირდება ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას, ბიზნესის განვითარებას, სამოქალაქო სერვისების მიღებას და სხვა სფეროებს. მსურს, კიდევ ერთხელ, გადავუხადო მადლობა ყველა კოლეგას და პარტნიორ ორგანიზაციას, ამ მნიშვნელოვანი წამოწყების განხორციელების პროცესში შეტანილი წვლილისთვის," - თქვა სახელმწიფო მინისტრმა.
ერთიანი საინფორმაციო პორტალის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარლამენტის, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები