ახალი ამბები
უცხოური ენების გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა უცხოური ენების გამოცდების პირველადი შედეგები დღეს გამოაქვეყნა.

მიღებული ქულის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე: https://online.naec.ge/ და შესაბამის ველში საიდენტიფიკაციო მონაცემებთან ერთად, უნდა მიუთითოს ხუთნიშნა პაროლი.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც“- განმარტავენ naec-ში.

შეგახსენებთ, ცენტრმა აღნიშნული პროცესი 3 აგვისტოს, ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, ოსურის ენის გამოცდების შედეგების გამოქვეყნებით დაიწყო.

2024 წლის 3 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით, აბიტურიენტებმა გამოცდები სხვადასხვა საგანში, მათ შორის ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიასა და ფიზიკაში ჩააბარეს.

წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი 10 000-ზე მეტმა აპლიკანტმა შეავსო.


ამავე თემაზე: 

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დასრულდა


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.