ახალი ამბები
რუსი ინვესტორი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობისგან 240 მილიონ რუბლის დაბრუნებას ითხოვს - მედია
რუსული კომპანია Aero Management - ი (ყოფილი ს.ს. Dart) აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მთავრობისგან 240 მილიონ რუბლზე მეტის (2,8 მილიონ დოლარზე მეტი) გადახდას ითხოვს.

ტელეგრამის არხმა RESPUBLICA - მ კომპანიის გენერალური დირექტორის ფილიპ მიზონოვის წერილი გამოაქვეყნა, რომლის ადრესატებიც არიან ეკონომიკის „მინისტრი“ ქრისტინა ოზგანი და სოხუმის აეროპორტის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბ.ჯენია.

„ეხო კავკაზას“ თანახმად, დოკუმენტით, კომპანია სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტის განსახორციელებლად დაიქირავეს და მასთან 2022 წელს არაერთი ხელშეკრულება დაიდო.

”ინვესტორმა კეთილსინდისიერად შეასრულა თავისი ვალდებულებები, რისთვისაც მან აეროპორტის რეკონსტრუქციის საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის შემმუშავებელზე გადაცემის პირობით 120 მილიონი რუბლის ოდენობის სესხი გასცა ”, - ნათქვამია დოკუმენტში.

ინვესტორი მიუთთებს, რომ „სესხის დავალიანების დაფარვისა და სააგენტოს საკომისიოს გადახდის“ ვალდებულებები ჯერ არ არის შესრულებული.

„უფრო მეტიც, აფხაზეთის ენერგეტიკის სამინისტროს ქმედებების შედეგად, ინვესტორს ჩამოერთვა ფაქტიური შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტში, ამ პროექტში სხვა ინვესტორის ჩართვის გამო“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ინვესტორი ითხოვს დავალიანების დაფარვას და სესხის თანხის (120 მილიონი რუბლის ოდეობით) დაბრუნებას, ასევე პირგასამტეხლოების და სააგენტოს საკომისიოების გადახდას.

კომპანია გამოდის წინადადებით, მხარეებს შორის გაიმართოს თათბირი და დარეგულირდეს დავალიანების საკითხები.

სოხუმში რუსული კომპანიის მოთხოვნასთან დაკავშირებით, კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

აღსანიშნავია, რომ სააქციო საზოგადოება Aero Management (ყოფილი ს.ს. Dart) 2021 წელს შეიქმნა. კომპანიის საწესდებო კაპიტალი 10 ათასი რუბლია, ძირითადი საქმიანობაა კონსულტაცია კომერციულ საქმიანობასა და მენეჯმენტზე. 2022 წლის დეკემბრის ბოლოს, მედიამ გამოაქვეყნა დარტის გენერალური დირექტორის მრჩევლის დიმიტრი ნემოვის კომენტარი, რომელიც საუბრობდა „აეროპორტის მშენებლობისთვის სამართლებრივ სამზადისზე“.

2023 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ, შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან", რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ პროექტში ინვესტიციების მოცულობა 12 მილიარდ რუბლს გადააჭარბებს. მისივე თქმით, რუსეთიდან სოხუმის აეროპორტის მიმართულებით პირველი საცდელი რეისი წელს იგეგმება.

უფრო ადრე, ტელეგრამის არხი REPUBLIKA იტყობნებოდა, რომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის სამუშაოები გრაფიკს ჩამორჩა, ამასთან ერთად, არ შედგა საცდელი რეისი, რომელიც 20 ივლისს იყო დაგეგმილი.
მანამდე, ასლან ბჟანია აცხადებდა, რომ რომ ბაბუშარას აეროპორტი 2024 წლის ბოლოს გაიხსნება, მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტის აღდგენის პროექტს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO), საქართველო და ევროკავშირის ქვეყნები ბლოკავენ.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.