სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 1.8%-ია. მის ფორმირებაზე გავლენა იქონია
სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებამ.
კერძოდ, ივლისში სურსათის პროდუქტების კატეგორიაში ფასების მატების მაჩვენებელი 1.4%-ია,რომელიც ცალკეულ ქვეჯგუფზე შემდეგნაირად ნაწილდება:
ხილი და ყურძენი -22.5%
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 5.7%
ყავა, ჩაი და კაკაო - 4.9%
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები -3.5%
ბოსტნეული და ბაღჩეული - 2.7%
ხორცი და ხორცის პროდუქტები - 0.9%
ამასთან, ფასები შემცირებულია შემდეგ პროდუქტებზე:
ზეთი და ცხიმი - 3.8%
პური და პურპროდუქტები 2.5%
რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებს და თამბაქოს, საქსტატის ცნობით, მათი ღირებულება 4.3%-ით მოიმატა, ეს კი წლიურ ინფლაციაზე 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა.
მასალის გამოყენების პირობები