სინოპტიკოსები 13-15 აგვისტოს ზუგდიდში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ
13 აგვისტოს დილიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და 16 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
რაც შეეხება ჰერის ტემპერატურას, სინოპტიკოსთა პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში +31, +33, ანაკლიასა და ფოთში კი +28, +30 გრადუსი იქნება.
ამავე ცნობით, მესტიაში ტემპერატურა +26, +28 გრადუსს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები