ახალი ამბები
სამთვიანი ბოიკოტის შემდეგ, ზუგდიდის საკრებულოში "ქართული ოცნების" წევრები მივიდნენ, კვორუმი შედგა
დღეს, 12 აგვისტოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კვორუმი შედგა. ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში, სამთვიანი ბოიკოტის შემდეგ, "ქართული ოცნების" წევრები გამოცხადდნენ და კენჭისყრაზე რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა მათ მიერ დაინიციირებული საკითხები, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გიგა ფარულავას და მისი მოადგილეების იმპიჩმენტს ეხებოდა, ჩავარდა.

სხდომის დღის წესრიგი 9 საკითხს, თავმჯდომარისა და საკრებულოს სხვა თანამდებობის პირების გადაყენებას ითვალისწინებდა. მას კენჭისყრაზე რეგისტრირებული 34 დეპუტატიდან მხოლოდ "ქართული ოცნების" 20-ვე წევრმა მისცა ხმა. გადაწყვეტილების მისაღებად კი, 45 მანდატიან საკრებულოში, სულ ცოტა, 23 ხმაა საჭირო.

"31 მაისის შემდეგ, სამი თვეა, ყოველდღიურ რეჟიმში ველოდებოდით, რომ პასუხისმგებლობას იგრძნობდნენ ის დეპუტატები და პარტიები, "ქართული ოცნება" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომლებიც არ ესწრებოდნენ და ბოიკოტს უცხადებდნენ როგორც ჩვენს საკრებულოს, ასევე მოქალაქეებს, მოვიდოდნენ სხდომაზე. დღეს კვორუმი შედგა და ამასთან, გაფორმდა ოცნების მარცხი. ის საკითხები, რაც მათ ოცნებასთან ერთად, ჰქონდათ დაინიციირებული, რომელიც ეხებოდა საკრებულოს თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობის პირების შესახებ გადაყენებას, ხმათა უმრავლესობით ყველა საკითხი ჩავარდა. შესაბამისად, ასევე 26 ოქტომბერს, არჩევნების დღესაც გაფორმდება მათი ფარული გარიგებების მარცხი", - ეუბნება რადიო "ათინათს" საკრებულოს თავმჯდომარე და პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი გიგა ფარულავა.

მისივე თქმით, დღეიდან წარმომადგენლობითი ორგანო აქტიურ რეჟიმში იმუშავებს და პარტიების ბოიკოტირებისას დაგროვილი მნიშვნელოვანი საკითხების კომისიური განხილვები ეტაპობრივად ჩატარდება.

შეგახსენებთ, ზუგდიდის საკრებულოში თავმჯდომარისა და კომისიების წევრთა იმპიჩმენტის შესახებ წინადადება "ქართულმა ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" 10 აპრილს დაარეგისტრირეს. 31 მაისიდან წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობა შეფერხებული იყო. ამ დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები შენობაში არ გამოცხადდნენ, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა კი, სხდომათა დარბაზში ყოფნის მიუხედავად, რეგისტრაცია არ გაიარეს.


ამავე თემაზე: 

კვორუმის არარსებობის გამო ზუგდიდის საკრებულოში სხდომა მეორმოცედ ჩაიშალა

ზუგდიდის საკრებულოში თავმჯდომარისა და კომისიის ხელმძღვანელების გადაყენება 21-ედ გადაიდო

ზუგდიდის საკრებულოში კვორუმი კვლავ ვერ შედგა, სხდომა 30-ედ ჩაიშალა

ოპოზიციონერი საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი ზუგდიდში კვლავ გადაიდო

მომავალ კვირაში ზუგდიდის საკრებულო ოპოზიციონერი თავმჯდომარის, მოადგილეებისა და თანამდებობის პირების გადაყენებას განიხილავს

პოლიტიკური კონსულტაციების გამო არ ვესწრებოდით - "ქართული ოცნება" საკრებულოში მივიდა

ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების ხელმძღვანელების გადაყენება, შეუმდგარი კვორუმი და ბრალდებები - რა ხდება ზუგდიდის საკრებულოში

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.