ახალი ამბები
ფოთში სამართალდამრღვევებმა 27 კგ-მდე კეფალის სახეობის თევზი უკანონოდ მოიპოვეს - გზდ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ფოთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.

"მდინარე კაპარჭინაზე, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას მოტორიანი ნავიდან ელექტროშოკური მოწყობილობის ე.წ პილიკანის გამოყენებით ახდენდნენ. სამართალდამრღვევებმა უკანონოდ მოიპოვეს 27 კგ-მდე კეფალის სახეობის თევზი.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, იმის მიხედვით, თევზჭერის რა საშუალებაა გამოყენებული და რა რაოდენობის თევზია მოპოვებული, სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა მოქმედებს. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რა ადგილებში ხდება თევზჭერა და რა პერიოდში. ჯარიმები 120 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს. პარალელურად, სამართალდამრღვევს ჩამოერთმევა მოპოვებული თევზი და თევზჭერის იარაღი. ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, ან თევზის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით თევზჭერის შემთხვევაში, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. ქვირითობის პერიოდში (1 მაისიდან 31 აგვისტომდე) უკანონო თევზჭერის შემთხვევაშიც, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება", - აღნიშნავს დეპარტამენტი

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის ივლისის თვეში უკანონო თევზჭერის 155 ფაქტია აღრიცხული. მათ შორის, 64 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 2024 წლის იანვარ-ივლისში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის 494 ფაქტი აღკვეთეს, მათ შორის, 206 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.