მომსახურების სააგენტომ საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო
მომსახურების სააგენტომ "საგზაო მოძრაობის შესახებ" ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრისა და ვენის -1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციებით
გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
მათივე ცნობით, დოკუმენტები, საქართველოს ფარგლებს გარეთ, კონვენციის წევრ ქვეყნებში მოქმედებენ.
სააგენტოში განმარტავენ, რომ ჟენევის კონვენციის საფუძველზე გაცემული მართვის მოწმობების ვადა - 1, ხოლო ვენის კონვენციის მიხედვით - 3 წლით განისაზღვრება.
საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში წარმოადგინოს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ეროვნული მართვის მოწმობა.
მასალის გამოყენების პირობები