ახალი ამბები
საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა - ცესკო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაცია მათ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნეს.

"არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს ხელშეწყობისთვის, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა დღევანდელ სხდომაზე გაიმართა", - განმარტავს კომისია.

საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები იქნება :

№1 – "კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი";

№2 – "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის";

№3 – "საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია";

№4 – "ახალი ერთობა გვარამია მელია";

№5 – "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა";

№6 – "საქართველოს ევროპელი დემოკრატები";

№7 – "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები";

№8 – "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი";

№9 – "ლელო საქართველოსთვის";

№10 – "საქართველოს ლეიბორისტული პარტია";

№11 – "საქართველოს რესპუბლიკური პარტია";

№12 – "ჩვენი გაერთიანებული საქართველო";

№13 – "საქართველოს სოციალ - დემოკრატიული პარტია";

№14 – "მესამე გზა";

№15 – "სამართლიანობისთვის";

№16 – "შეცვალე საქართველო";

№17 – "საქართველო";

№18 – "პროგრესი და თავისუფლება";

№19 – "დემოკრატთა ალიანსი";

№20 – "თავისუფალი საქართველო";

№21 – "ტრიბუნა";

№22 – "კანონი და სამართალი";

№23 – "თავისუფალი არჩევანი - ახალი ალტერნატივა";

№24 – "მწვანეთა პარტია";

№25 – "გახარია საქართველოსთვის";

№26 – "მემარცხენე ალიანსი";

№27 – "ქართველ ერთობა";

№36 – "ახალი პოლიტიკური ცენტრი";

№41 – "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო";

№48 – "ანა დოლიძე - ხალხისთვის".

ცესკოში ამბობენ, რომ რიგითი ნომრები ცესკომ როგორც წილისყრით, ისე შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში (არაუგვიანეს 17 ივლისი) წარდგენილი განცხადებების საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გადანაწილდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.