აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა დგარ ფაჩულიას წინააღმდეგ, ყოფილი მეუღლის, ილონა ფაჩულიას განზრახ მკვლელობის მუხლით.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა 16 აგვისტოს, სოხუმში მოხდა. 40 წლამდე მამაკაცი, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მივიდა, სადაც მათ შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად, მან ილონა ფაჩულიას დანით ჭრილობები მიაყენა მუცლის არეში. 36 წლამდე ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
ამავე ცნობით, ედგარ ფაჩულია დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს, მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
მასალის გამოყენების პირობები