შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის,
იმერეთის და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 19 პირი, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
მათივე ცნობით, დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
"პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: "ჰეროინი", "კოკაინი", "მდმა", "პრეგაბალინი", "მეტადონი", "ალფა პვპ", "ბუპრენორფინი", "მეპამფეტამინი","მარიხუანა" და "ლირიკა" ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები", - განმარტავს სამინისტრო
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო: შსს
მასალის გამოყენების პირობები