გუდაუთაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
გუდაუთის რაიონის სოფელ მგუდზირხვაში, 20 ივნისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს - ზე დაყრნოდბით.
ამავე ცნობით, 50 წლამდე მამაკაცი გადასწრების მანევრის შესრულების დროს, საპირისპირო მიმართულებით მომავალ მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც, მისი ავტომობილი ამოტრიალდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
მეორე მანქანის მძღოლმა და მგზავრებმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
გამოცემა წერს, რომ მიმდინარეობს გამოძიება „,ინციდენტის გარემოებების და მიზეზის დასადგენად“ .
მასალის გამოყენების პირობები