რიწის ტბისკენ მიმავალ საექსკურსიო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე ცნობით, „საგანგებოში“ შეტყობინება 21 აგვსიტოს, საღამოს საათებში შევიდა. ადგილზე ცეცხლს ორი სახანძრო სამაშველო ბრიგადა აქრობდა, მათ ხანძრის ლოკალიზება შეძლეს, თუმცა ავტობუსი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა, ტურისტებმა და მძღოლმა მოახერხეს ცეცხლმოკიდებული ავტობუსის დატოვება.
ადგილობრივ მედიას „ტურიზმის სამინისტროში“ უთხრეს, რომ ტურისტების 40 კაციანი ჯგუფი, კრასნოდარის მხარიდან, ერთდღიანი ექსკურსიით იმყოფებოდა აფხაზეთში.
წინასწარი ვერსიით, ხანძარი ძრავაში მოკლე ჩართვის გამო გაჩნდა. ამ ეტაპზე, რიწისკენ მოძრაობა აღდგენილია. მიმდინარეობს საგამოძიებო ქმედებები.
მასალის გამოყენების პირობები