სამეგრელო-ზემო სვანეთში ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის 146 ფაქტი გამოვლინდა - შსს-ს სამი თვის სტატისტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, 2024 წლის მეორე კვარტალში (აპრილი, მაისი,
ივნისი) სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის 146 შემთხვევა აღირიცხა.
შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სხვა სახეებში, 5 425 გამოვლენილი ფაქტით, სჭარბობს მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა, ასევე, მართვის დროს მობილურის გამოყენება.
სტატისტიკის მიხედვით, რეგიონში 1512 მანქანას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია.
სამინისტროში განმარტავენ, რომ, ჯამში, ბოლო სამ თვეში 43 105 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები