სავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
დეპარტამენტის ცნობით, მიზეზი ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყალი და ლაფია.
,, კერძოდ სოფელი ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა”, - წერს უწყება.
მათივე ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
მასალის გამოყენების პირობები