დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ასევე, ადგილობრივი
თვითმმართველობისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების აქტიური ჩართულობით, ღონისძიება სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდშიც გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
ამავე ცნობით, უგზო-უკვლოდ დაკაგულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს მოქალაქეებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.
მათი თქმით, ამ დღის აღნიშვნის მიზანია საკითხზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება და ცნობიერების ამაღლება, ამასთან, ოჯახების თანადგომა და მათი გაუჩინარებული ახლობლების ხსოვნის უკვდავყოფა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ამ დრომდე 2000-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მასალის გამოყენების პირობები