ახალი ამბები
„აპარტამენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აფხაზ „დეპუტატებს“ შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან - ტელეგრამ არხები
აფხაზური ტელეგრამ არხების Respublica - ს და „აფხაზური პორტალის“ ინფორმაციით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრაზე „აპარტამენტების კანონის" მოწინააღმდეგე ე.წ. დეპუტატებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი განიხილა.
ამავე ცნობით, შეხვედრის ოქმის მიხედვით, მოსკოვი გეგმავს 2024 წლის 1 სექტემბრიდან შეაჩეროს სოხუმისთვის ფინანსური დახმარების გაწევა, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს შემდეგ ვალდებულებებს:

- ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება;

— რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა;

— რუს ინვესტორებზე შეზღუდვების მოიხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (ბინები).

გარდა ამისა, მოსკოვი აპირებს მოუწოდოს სახელმწიფო სათათბიროს და ფედერაციის საბჭოს, მინიმუმამდე დაიყვანონ კონტაქტები „აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებთან რუსეთის წინაშე ვალდებულებების შესრულების არაკონსტრუქციული პოზიციის გამო“.

ე.წ. პრეზიდენტის ადმინიტრაციის ცნობით, ბჟანია - ნოვაკის შეხვედრა 23 აგვისტოს შედგა. პრესრელიზში ნათქვამია, რომ მხარეებმა განიხილეს „აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო ურთიერთქმედების, ენერგომომარაგების არაერთი საკითხი“. 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “პარლამენტის“ ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა “აპარტამენტების” შესახებ კანონპროექტი 17 ივლისს მოიწონა.

მისი განხილვა კანონპროექტის კრიტიკოსების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, აქციები გაიმართა სოხუმსა და ოჩამჩირეში.  

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 25 ივლისს უკან გაიწვია „აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტი.

დოკუმენტი გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონებში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა. "აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტის ინიციატორი აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანიაა. ის აქტიურად ლობირებდა მას.

ინფორმაციისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, გამთენიისას, მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "პარლამენტის" მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.

გასული წლის ოქტომბერში ბჟანიამ განაცხადა, რომ ოჩამჩირის რაიონში რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსება იგეგმება.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.