ახალი ამბები
ჭუბერში მოსახლეობის ნაწილმა გზა გადაკეტა
ჭუბერში ადგილობრივების ნაწილი გზის რეაბილიტაციას ითხოვს. მათ საგერგილის ხიდის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ამის შესახებ პოსტი და ვიდეო სოციალურ ქსელში მოქალაქე ვიკა ფილფანმა გამოაქვეყნა.

ის წერს, რომ ჭუბერის ცენტრალურ მონაკვეთზე სიარული ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია და ხალხი იმსახურებს ადამიანურ პირობებს.

"ამ ადამიანების მოთხოვნა არის ლეგიტიმური. სხვა გზა მათ არ დაუტოვეს და ამ ფორმით უწევთ იმ საბაზისო მოთხოვნის გაჟღერება, რომელიც ნამდვილად ეკუთვნით მათ. ჭუბერი სვანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოფელია. აქედან გააქვთ დიდი რაოდენობით ხე-ტყე, შენდება ჰესი. როდესაც ჰესის მშენებლობა დაიწყო, მაშინ საზოგადოებას დაჰპირდნენ გზის რეაბილიტაციას. მას მერე, ალბათ, სამი არჩევნები გავიდა და ყოველ არჩევნებზე ადამიანებს უწევთ იგივე დაპირების მოსმენა", - ამბობს ვიდეოში ის.

მისვე ცნობით, იქ რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და განსაკუთრებით, ღამის მონაკვეთში რთულია გადაადგილება.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ამ საკითხზე მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნული გზის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, აქციის მიზანი რეაბილიტაციის პროექტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება იყო.


ფოტო: ვიკა ფილფანის ფეისბუქ გვერდი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.