სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ტრანსპორტის ჯგუფზე ფასი 7.4%-ით გაიზარდა.
მათივე ცნობით, ფასები მომატებულია პირადი ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციაზე (9.7%), მის შეძენაზე (1.5%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.3%).
რაც შეეხება საქონლისა და მომსახურების სხვა ჯგუფებს, საქსტატში განმარტავენ, რომ ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ღირებულება 4.5%-ით გაზრდილია, ხოლო "საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის" კატეგორიაში ფასები შემცირებულია 2.6%-ით.
ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 1%-ს გაუტოლდა.
მასალის გამოყენების პირობები