მოსკოვი და სოხუმი შეთანხმდნენ საქონელზე, რომელიც "უბაჟოდ" შევა რუსეთიდან აფხაზეთში
მოსკოვმა და სოხუმმა დაამტკიცეს საქონლის ჩამონათვალი და მოცულობა, რომელსაც რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში შიდა მოხმარებისთვის „უბაჟოდ“ შეიტანენ. რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის ოქმს მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს, წერს „ აბხაზია ინფორმი“.
საუბარია თევზის, ხილის, ბოსტნეულის, სამშენებლო მასალების, საყოფაცხოვრებო ნივთების, ნავთობპროდუქტების, პლასტმასის, ალუმინის და შავი ლითონის ნაწარმის „ექსპორტზე“.
„აფხაზეთში ექსპორტირებული საქონლის გათავისუფლება დამატებითი საექსპორტო საბაჟო გადასახდელებისგან ჩვენს ქვეყნებს საშუალებას მისცემს გაზარდონ სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ რუსეთსა და აფხაზეთს შორის საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის გაძლიერებაში“, - განმარტა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა.
აქვე აღნიშნულია, „აფხაზეთი მთლიანად გადავიდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებაზე“.
მასალის გამოყენების პირობები