ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულებს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე დაკავებულ
დედა-შვილს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
უწყების განმარტებით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე დედა-შვილი უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს. მათი გასაღების მიზნით, ისინი 2024 წლის 6 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურის ტერიტორიაზე მივიდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს.
სასამართლომ ორივე მათგანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ", მე-6 ნაწილის "ა" და მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით.
მასალის გამოყენების პირობები