მესტიაში მოსახლეობის აღწერა 2024 წლის 18 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 18 სექტემბრიდან ზოგიერთ მაღალმთიან დასახლებაში მოსახლეობის აღწერა დაიწყო.
მათივე ცნობით, მოსახლეობის აღწერა საქართველოში 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში იგეგმება, თუმცა ამინდის შესაძლო გაუარესების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადმინისტრაციულ ერთეულში, მათ შორის მესტიაში, აღწერა 2024 წლის 18 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება.
საქსტატში განმარტავენ, რომ 120-მდე ინტერვიუერი ე.წ კარდაკარის პრინციპით გამოჰკითხავს მუნიციპალიტეტში დასახლებულებს.
მასალის გამოყენების პირობები