ახალი ამბები
ზუგდიდში, ბარამიას ჩასახლებაში, ბუკლეტების დარიგებისას თავს დაგვესხნენ - ანა წითლიძე
კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრისა და პარლამენტის დეპუტატის ანა წითლიწის ინფორმაციით, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ე.წ დევნილთა დასახლებაში მისი პარტიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც წინასაარჩევნოდ ადგილობრივებს ხვდებოდა. თავდამსხმელები კი, მისივე ცნობით, "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან.

"ესენი არიან ქართული ოცნების ზონდერების ნაწილი რომლებიც თავს დაგვესხნენ დღეს ბარამიას ჩასახლებაში. ესენი გვირტყამდნენ უმოწყალოდ. ამათი გაშიფვრა მარტივია თუ პოლიცია მოინდომებს.

შსს, ყველა მათგანის იდენტიფიცირება შესაძლებელი და მარტივია. აბა, თუ შეძლებთ.
ნაწილი გაშიფრული გვყავს. ვისაც გეცნობათ ეს ადამიანები დაგვეხმარეთ ამოცნობაში და მომწერეთ პირადში", - აღნიშნავს ის.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია "ქართული ოცნების" მიმართ გამოთქმულ ბრალდებას პასუხობს და ამბობს, რომ ენმ მშვიდ წინასაარჩევნო გარემოში ძალადობის შეტანას ცდილობს.

"ისინი დაუპირისპირდნენ მცირეწლოვან შვილთან მყოფ დევნილ დედას, რომელსაც პატარა ბავშვთან ერთად აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ის, რაც ენმ-მა ზუგდიდში ჩაიდინა, არის ყოვლად მიუღებელი ფაქტი. მოვუწოდებთ ყველა სადამკვირვებლო მისიას, შეისწავლონ მომხდარი, რომელიც მოწმობს ამომრჩევლის ზიზღს, განსხვავებული აზრის მიუღებლობას და ძალადობას", - განაცხადა მან.

შემთხვევა 19 სექტემბერს მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.


ფოტო: ანა წითლიძის ფეისბუქ გვერდი

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.