20-21 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპიროსა და მიმდებარე რაიონებში, ასევე, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ნაწილში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი, ზოგან ძლიერი წვიმა. ამის შესახებ
ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს
როგორც სააგენტოში განმარტავენ, საფრთხის დონე საშუალოა.
მასალის გამოყენების პირობები