ახალი ამბები
სოხუმში არქიმანდრიტ დოროფეი დბარს თავს დაესხნენ - მედია
სოხუმში, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში, ახალი ათონის მონასტრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ დოროფეი (დბარი) დაესხნენ თავს, იუწყება ტელეგრამ არხი „აფხაზური პორტალი“.

ამავე ცნობით, სავარაუდო თავდამსხმელია ლიხნიში „წმინდა ხის“ დაზიანების მონაწილე ძმებიდან ერთ- ერთი, გვარად ბაღათელია. მამაკაცი სასულიერო პირს ცარიელ დერეფანში ჩაუსაფრდა, რამდენიმე დარტყმა მიაყენა, ხოლო სტუდენტების დერეფანში შესვლისთანავე გაუჩინარდა.

ტელეგრამ არხი წერს, რომ დოროფეი დბარის განცხადებით, „მას კითხვები არ აქვს ფსიქიურად დაავადებული ადამიანის მიმართ, მას კითხვები აქვს სამართალდამცავებიასა და ახლობლების მიმართ“. 

აქვე აღნიშნულია, რომ ბაღათელია ლიხნის ცაცხვთან დაკავშირებით დოროფეის (დბარი) მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა პოსტმა აღაშფოთა, ის ცდილობდა სასულიერო პირთა შეხვედრას ახალი ათონის მონასტერში თუმცა, ეს შეხვედრა არ შედგა.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის ნაწილია, მაგრამ აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი სასულიერო პირები და მრევლი არ ცნობენ ქართული ეკლესიის ძალაუფლებას.

ამავე დროს, მართლმადიდებლური სტრუქტურების სახით ორი თემი ფუნქციონირებს, „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“ მამა ბესარიონ აპლიას მეთაურობით და მართლმადიდებლური ორგანიზაცია - „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“, არქიმანდრიტ დოროფეი დბარის მეთაურობით, რომელიც ახალ ათონში მოქმედებს.

მედიის ინფორმაციით, პერიოდულად, „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“ მოითხოვს „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის“ წარმომადგენლებისგან, გაათავისუფლონ ახალი ათონის მონასტერი და მათ გადასცენ, რაც ხშირად დავის მიზეზი ხდება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.