ლადო ჭანტურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სექციის თავმჯდომარედ აირჩიეს
2024 წლის 23 სექტემბერს, წარმოშობით წალენჯიხელი მოსამართლე ლადო ჭანტურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სექციის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტმა საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
როგორც უნივერსიტეტი წერს, კენჭისყრა ფარული იყო.
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ ლადო ჭანტურიას დამსახურებულ აღიარებას და უსურვებს წარმატებას. პროფესორ ლადო ჭანტურიას ღვაწლი ქართული სამართლის განვითარებაში ფასდაუდებელია. იგი იდგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შექმნის სათავეებთან და არის თანამედროვე ქართული სამართლის ერთ-ერთ შემოქმედი. საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, პროფესორი ლადო ჭანტურია 2018 წლის 8 იანვრიდან არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2023 წლის18 მაისს, იგი V სექციის ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი პროფესიული მიღწევების მიუხედავად, მას არ შეუწყვეტია პედაგოგიური მოღვაწეობა. ლადო ჭანტურია ის ადამიანია, რომელმაც არაერთ ქართველ იურისტს გაუკვალა გზა ევროპულ სამეცნიერო - კვლევით თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გარდამტეხი წვლილი შეიტანა მათ განვითარებაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ჭანტურია ამავე უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია.
მასალის გამოყენების პირობები