ახალი ამბები
თენგიზ ჯგუშიამ "კოალიცია ცვლილებებისთვის" დატოვა
სამოქალაქო მოძრაობის "სამეგრელოს ხმის" ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ "კოალიცია ცვლილებებისთვის" დატოვა. ამის შესახებ მან საკუთარ სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვა გამოაქვეყნა.

ჯგუშიას თქმით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზია ის, რომ მეგრულ-სვანურ-ლაზური ენების სტატუსისა და განათლების სისტემაში ამ ენების დანერგვის მიმართ ლიდერებისგან მხარდაჭერის დეფიციტი იყო.

"ლიდერებმა მე დამასახელეს სამეგრელოში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ცენტრალური შტაბის მთავარ წარმომადგენლად, მაგრამ ამ ბრძოლაში შევედი ერთი პირობით, თუ კი მათთვის რეგიონულ ჭრილში პრობლემების სპექტრის მთავარი საკითხი გახდებოდა მეგრულ-ლაზურ-სვანური ენების გადარჩენისთვის რეალური, კონკრეტულ ნაბიჯებში გამოხატული ბრძოლა და არა მხოლოდ გაკეთებული განცხადებები. მე ვეუბნებოდი ხალხს, რომ მქონდა იმედი ამ ძალასთან ერთად ეს უმნიშვნელოვანესი პრობლემა ვაქციო ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ თემად, რათა მეგრულ-სვანურ ლაზური ენებისთვის ბრძოლა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის ეკვივალენტია", - თქვა მან.

მისივე განმარტებით, ის გააგრძელებს ევროპული არჩევანისთვის ბრძოლას, მხოლოდ ხალხთან ერთად, პარტიული ფორმატის გარეშე.

თენგიზ ჯგუშია გაერთიანებას "კოალიცია ცვლილებებისთვის" 20 აგვისტოს შეუერთდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.