ახალი ამბები
სოხუმში საქართველოს პრემიერ - მინისტრის გაეროში გამოსვლას ეხმაურებიან
სოხუმში საქართველოს პრემიერ - მინისტრის ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე  გამოსვლას ეხმაურებიან.

„კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საქართველოს ხელმძღვანელობის რიტორიკა, რომელიც მორიგ ჯერზე იმეორებს მითიურ ტერმინებს. მიგვაჩნია, რომ თუ საქართველოს ხელმძღვანელობა იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს, წარსულის დაძლევაში პოზიტიურ შედეგებს ვერ მივაღწევთ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარში სოხუმი მოუწოდებს თბილისს, „ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ და აღიაროს აფხაზეთის “დამოუკიდებლობა”.

"მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს და ერთ დღეს ჩვენ, ჩვენს შვილებთან ერთად, შევძლოთ ერთად ცხოვრება ბედნიერ, გაერთიანებულ და განვითარებულ საქართველოში. საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი ჩვენს ქვეყანაში," - თქვა პრემიერ - მინისტრმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 79 - ე სესიაზე გამოსვლისას. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, გრძელდება წინსვლა და მუშაობა, რათა მომავალმა თაობებმა უკეთეს, უფრო ძლიერ და უფრო ღირსეულ საქართველოში იცხოვრონ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.