საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მესამე „H 145“ ტიპის ვერტმფრენი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
მათი განმარტებით, ახალი ბორტი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს.
„თანამედროვე, ევროპული ტიპის სამივე ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. "H145" ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია“, - ვკითხულობთ სამინისტროს გვერდზე.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სასაზღვრო პოლიციის საფრენოსნო შემადგენლობამ სრული გადამზადება გერმანიაში, "airbus helicopters"-ის სასწავლო აკადემიაში გაიარა.
შეგახსენებთ, 2022 წლის 19 დეკემბერს შსს-მ ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან სამი „H145“ ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა.
ფოტო: შსს
ამავე თემაზე:
საქართველოს მეორე ევროპული ტიპის სამაშველო ვერტმფრენი გადმოეცა
მასალის გამოყენების პირობები