ახალი ამბები
გალში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
გალში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია,  სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობას ამ დროისთვის არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო ავრცელებს, თუმცა, ამავე ცნობით, მშრალი ამინდის გამო, ხანძრის კერების აალების საშიშროება ჯერაც რჩება. 

"საგანგებოს" ინფორმაციით, გალის მეხანძრეები დილიდან რამდენჯერმე გავიდნენ ხანძრის კერების ჩასაქრობად.  

29 სექტემბერს, ღამის საათებში, გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციამ სახანძრო განგაში გამოაცხადა და მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდა, რადგან არსებობდა საცხოვრებელ სახლებთან ცეცხლის მიახლოების საფრთხე.

ხანძარი გაჩნდა ქალაქ გალში და გალის რაიონის სოფელ მახუნჯიასთან, ცეცხლი მანდარინის პლანტაციებს მოედო და დაახლოებით, 20 ჰექტარზე გავრცელდა.

ხანძრის ქრობაში გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის მეხანძრე - მაშველებთან ერთად, „ენგურჰესის“ სახანძრო სამაშველო ბრიგადა მონაწილეობდა. 


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.