ახალი ამბები
ჩვენი სახელით არჩევნებს ვერ დავაკვირდებით - TI საქართველო
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებით, ორგანიზაციის სახელით ისინი არჩევნებს ვერ დააკვირდებიან, თუმცა მათი თქმით, აგრძელებენ ინდივიდუალურ ბრძოლას ხმების დაცვისთვის.

ორგანიზაციის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად სრულიად უსაფუძვლოდ ცნო.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" არ აღიარებს აბსოლუტურად უკანონოდ მინიჭებულ აღნიშნულ სტატუსს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არც ორგანიზაცია და არც ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი არჩევნებში არ იყრის კენჭს. ასევე არც ერთი პოლიტიკური პარტიის სიაში ჩვენი არცერთი წარმომადგენელი არ ფიგურირებს. ამდენად, არ ვაპირებთ "ქართული ოცნების" ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნების შესრულებას.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ჩვენს მიერ დაანონსებული კოალიციური დაკვირვებისა და სადამკვირვებლო მისიის "ჩემი ხმა" წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსი არ გაგვიუქმეს, მოკლებული ვართ შესაძლებლობას უშუალოდ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" სახელით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დავაკვირდეთ. ორგანიზაციის არსებობის 24 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბნებზე ჩვენი სახელის ქვეშ დარეგისტრირებული არც ერთი დამკვირვებელი არ გვეყოლება", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

როგორც TI განმარტავს, ბარიერების მიუხედავად, ისინი დაეხმარებიან სადამკვირვებლო მისიას "ჩემი ხმა" და პარტნიორ ორგანიზაციებს, არჩევნების მაღალკვალიფიციურ დაკვირვებაში.

ინფორმაციისთვის, 24 სექტემბერს, ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, ასევე, ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა" საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო.


ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2025
სოხუმის აეროპორტის პრესსამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ობიექტზე დასაქმებული კომპანიის თანამშრომლების გაფიცვის შესახებ.
19 / მაისი 2025
2024 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში უმუშევრობის დონე 2023 წელთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში ვკითხულობთ.
19 / მაისი 2025
გაგრის რაიონში სოფელ ფსახარასთან (კოლხიდა) ერთ- ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შედეგად, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.