ახალი ამბები
ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა
ზუგდიდში, ე.წ ფრანგული პარკის ტერიტორიაზე ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაქვეყნა.

როგორც მერიის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, გახსნის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ჟიული შარტავას შვილიშვილი ლიკა შარტავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ზუგდიდის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამავე ცნობით, ჟიული შარტავას ბიუსტი ,,ეროვნული ერთიანობის ცენტრ - ჟიული შარტავას საზოგადოების" ინიციატივით შეიქმნა.

საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს მთავრობის სახლის დაცვას ხელმძღვანელობდა, რა დროსაც სეპარატისტებმა თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. 2004 წელს, მას პირველს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. სიკვდილის შემდეგ, ის დააჯილდოვეს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენითაც.


ფოტო:ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28 თებერვალს, ზუგდიდში, ევროკავშირის მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, ჩატარდა მორიგი ინფორმაციული შეხვედრა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
28 თებერვალს, ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩატარდა ინფორმაციული შეხვედრა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები ესწრებოდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
10 / მარტი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-13 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
10 / მარტი 2025
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მწყობრიდან გამოსული შუქნიშნების, ავტომატური მართვის კონტროლერისა და მოდულების შესასყიდად ტენდერს ისევ აცხადებს. მისი ღირებულება კვლავ 326 441 ლარია. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
09 / მარტი 2025
2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ჯამში 813 "ჭკვიანი" კამერაა დამონტაჟებული. ამის შესახებ შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური სტატისტიკის დოკუმენტში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
06 / მარტი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.